weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერმალო მაღრაძე უფრო ეფექტურად დადგამდა ამ დიალოგებს – სააკაშვილი

03:00 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018
ფოტო: Reuters ფოტო: Reuters

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ პროკურატურის მიერ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ჩანაწერი დადგმულია.

„თქვენ იცით, რომ არსებობს გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე. ნახევრად ხუმრობით ვამბობ ამას: აი, ერმალო მაღრაძისთვის რომ მიეცათ საშუალება, დაედგა ეს დიალოგები, ბევრად ეფექტურად დადგამდა, ვიდრე ის, რაც ამ უბედურებმა იცოდვილეს, ნაჩქარევად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, პროკურატურის ქმედება შეშინებული ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ტყუილს ტყუილზე ამბობს.

„ამ საცოდაობაზე დიდი კომენტარი არ ღირს. პატარა ბავშვს რომ დაიჭერენ კარადასთან მურაბით ხელში, რომელსაც ტკბილი არ ეჭმევა და ათასგვარ სისულელეებს იგონებს, რათა დაუმტკიცოს მშობლებს, რომ სულაც არ აპირებდა იმ მურაბის შეჭმას და ტყუილს ტყუილზე ამატებს, დაახლოებით იგივეა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის იცნობს პარლამენტის წევრს, „ქართული ოცნებიდან“ მესტიის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს. სააკაშვილმა ჯაფარიძეს მესტიის ქურდი უწოდა.

„აზის თავზე მესტიას და ამიტომ, ბოლო 6 წელია მესტიაში პრაქტიკულად არაფერი ვითარდება და ყველაფერი გაჩერდა. რაც მოვასწარი - მოვასწარი. ძალიან მიყვარს იქაურობა და ძალიან მიყვარს სვანები. ვიქტორ ჯაფარიძის ქართული შედგება ზუსტად 8 სიტყვისგან. ის ვერ ილაპარაკებდა იმ მაღალფარდოვანი ფრაზებით, რაც პროკურატურის ჩანაწერშია. მოკლედ, შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით. დიდიხანია ვიცნობ რამიშვილის სტილს. საბოლოო ჯამში, ეს ივანიშვილია.

პრაქტიკულად, სახელმწიფო აპარატი გადაიქცა ერთ დიდ ტყუილის მანქანად. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ჩვენი შექმნილია და არ არის გათვლილი ასეთ რაღაცეებზე.

მე ძალიან მეცოდება ის ხალხი, ვისაც ამ დაკვეთებს აძლევენ და ასრულებინებენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

16 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს. პროკურატურის განცხადებით, აუდიოჩანაწერი 6 ივლისით თარიღდება. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]